Wednesday, February 26, 2014

მე - 8 დღე

დღეს მოსწავლეთა ფასილიტაციის დოკუმენტი შევქმენით.შემდეგ ისევ ჩვენს პროექტებს დავუბრუნდით.შევავსე და დავასრულე ჩემი პროექტის გეგმა. შემდეგ ავტვირთეთ დოკებში და გადავიტანეთ ბლოგზე.ვისწავლეთ ლინკებზე მუშაობა.
ძალიან დატვირთული დღე გვქონდა. ხვალ ჩვენი პროექტების პრეზენტაციაა.წარმატებებს ვუსურვებ ჩემს კოლეგებს და საკუთარ თავს.ჩვენს საყვარელ ნათიას კი მადლობა ყველაფრისთვის

პროექტი "ადამიანი და ბუნება"

Tuesday, February 25, 2014

მეშვიდე დღე

          ვიმუშავთ განმავითარებელი შეფასების რუბრიკაზე,გავიხსენეთ გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია და გავაკეთეთ მოსწავლეთა მხარდაჭერის დოკუმენტი.

Wednesday, February 19, 2014

          დღე–6
მეექვსე დღეს ვისწავლეთ დოკუმენტზე კომენტარის გაკეთება, ჩანართებში ტექსტების ჩაწერა,გავაკეთეთ მოსწავლის სავარაუდო შეფასების სქემა და შევავსეთ  სასწავლო პროექტის გეგმა.

Monday, February 17, 2014

დღე  მე - 5

ნაბიჯ - ნაბიჯ წინ მივიწევთ.დღეს პროექტის გეგმას დავამატეთ მუშაობის მსვლელობის აღწერა. შევისწავლეთ, როგორ დავიცვათ საავტორო უფლებები (რაც აუცილებელია პროექტზე მუშაობისას).ძალიან საინტერესო იყო ბლოგზე ვიდეოს ატვირთვა და პორტფოლიოს ჩანართების გაკეთება.

Wednesday, February 12, 2014

                            მე–4 დღის რეფლექსია



       სასიამოვნო ტრენინგი იყო.  გავაკეთეთ შეფასების დროის ჩარჩო, პროექტის გეგმის სლაიდები. გამოვაქვეყნეთ ბლოგზე. იმედი მაქვს ხვალინდელი დღე უფრო საინტერესო იქნება, ვინაიდან ინტერესი და მოტივაცია გაიზარდა, ეს ნათიას დამსახურებაა.

დღე 4_ პროექტის გეგმის პრეზენტაცია


Saturday, February 8, 2014

                             მესამე დღის რეფლექსია



     კიდევ უფრო საინტერესო იყო მესამე ტრენინგი. პროექტის გეგმაში ვიმუშავეთ.

მიმართულების მიმცემი კითხვები ვისწავლეთ. რაც ყველაზე შთამბეჭდავი იყო,

ეს არის გუგლ დოკებში გაზიარება. მადლობა ნათია ყველაფრისთვის.

Tuesday, February 4, 2014

მეორე დღის რეფლექსია

ნაყოფიერი  და კარგი დღე იყო. კმაყოფილი ვარ დღევანდელი ტრენინგით



  • მოვამზადეთ ჩვენ მიერ დაწერილი გეგმის ბუკლეტები მშობლებისათვის;
  • ბუკლეტების მომზადება  და მასზე ფონების მიცემა;
  • ვისწავლეთ პროექტების ატვირთვა; 
  • ძალიან მომეწონა დღევანდელი გაკვეთილი 
  • პირველი დღის რეფლექსია

          პირველმა დღემ ტრენინგზე ძალიან ეფექტურად ჩაიარა, ვისწავლეთ ინტელის საღელმძღვანელოზე მუშაობა, რომელიც ძალიან ეფექტური და საინტერესოა. გავაკეთეთ ელექტრონული საქაღალდე და ვისწავლეთ მისი ორგანიზება.