Wednesday, March 13, 2013

შეფასების რუბრიკა

შედეგები

   1-3 ქულა
   4-5 ქულა
   6-7 ქულა
  8-10 ქულა
მონაწილეობა
დავალების
შესრულებაში
რომელიმე
მუსაობს, და-
ნარჩენები -არა
  ჯგუფის
რამდენიმე  წევრი
მონაწილეობს
ჯგუფის
ყველა წევრი
მონაწილეობს

ჯგუფის წევრები
ინაწილებენ
ფუნქციებს და
მონაწილეობენ


თანამშრომლობა


ყველა, რაც სურს,
იმას აკეთებს
ერთი რასაც საჭიროდ ჩათვლის იმას აკეთებს
უცვლიან ერთმანეთს იდეებს და თანამშრომლობენ
უცვლიან ერთმანეთს იდეებს საგნობრივად მართებულად ინაწილებენ ფუნქციებს და თანამშრომლობენ
დისკუსიაში
მონაწილეობა

ერთი წარმართავს დისკუსიას, სხვები
პასიურები არიან
დისკუსიას წარმართავენ ძლიერი მონაწილეები
ყველა მონაწილეობს დისკუსიაში
დისკუსიაში ძირითადი
საკითხის გარშემო ყველას თანაბარი პირობები აქვს შექმნილი
ნამუშევრის
პრეზენტაცია

უსისტემოა,ულოგიკოა
არაა გამოყოფილი
მთავარი იდეები
ნაწილობრივ სისტემურია,ლოგი-კურია, მაგრამ ვერ
გამოიყოფა ძირი-
თადი იდეები
ლოგიკურია, სისტემურია, წარმოჩენილია მთავარი
იდეები
ლოგიკურია, სისტემურია, წარმოჩენი-
ლია მთავარი იდეები,
ართმევენ თავს კრიტიკულ შენიშვნებს
მოსმენა/
რიგითობა





ცუდად უსმენენ ერთმანეთს, რიგითო-
ბას არ იცავენ.
ცდილობენ მოუსმინონ ერთმა-
ნეთს, უჭირთ რიგითობის დაცვა
უსმენენ ერთმანეთს,
იცავენ რიგითობას
უსმენენ ერთმანეთს,
უზიარებენ აზრს.
ერთად იღებენ გადაწყვეტილებას,
საუბრობენ რიგითობის
დაცვით

Tuesday, March 12, 2013

პროექტი_ბარბარიზმები მოსწავლეთა ლექსიკაში


პროექტის სახელწოდება _ ბარბარიზმები ხაშურის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლექსიკაში.
პროექტის მთავარი იდეა _ ენის სიწმინდის დაცვა, ვინაიდან მოსწავლეები ხშირად იყენებენ ბარბარიზმებს, სასაუბრო ენა შორდება სალიტერატურო ენას.
პროექტის აქტუალობა _ ყველას ვალია დაიცვას მშობლიური ენა დაბინძურებისაგან და იბრძოდეს მისი სიწმინდის დაცვისთვის და გაძლიერებისთვის.
პროექტის მიზნები:
·         სკოლის მოსწავლეებში დამკვიდრებული ბარბარიზმების შეგროვება.
·         ინფორმაციის მიწოდება მათ ლექსიკაში არსებული ბარბარიზმების შესახებ.
·         მოსწავლეთა მიერ ბარბარიზმების გამოყენების შემცირება.
·         მივაჩვიოთ მოსწავლეები სწორი ქართულით მეტყველებას.
მონაწილეთა ასაკი _ VI კლასი
ვადები/ხანგრძლივობა _ 2 თვე
მოსალოდნელი შედეგები:
·         მოსწავლეთა ლექსიკის გაუმჯობესება.
·         ჩვენი მეტყველებიდან ისეთი სიტყვების ამოღება, რომელიც ამახინჯებს ქართულ ენას.
პროექტის საჭირო რესურსები: ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ბუკლეტები,პლაკატები,კომპიუტერი, მარკერები, მედიაფლეერი, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა:
·         პროექტის განხორციელებისთვის კეთდება ბუკლეტები და პლაკატები ჯგუფებში.
·         საკლასო დისკუსია თემაზე: ვიმეტყველოთ წმინდა ქართულით.
·         სკოლაში გამოყენებული ბარბარიზმების შეგროვება და ჩაწერა, პროექტორით ჩვენება, მათი შეცვლა სალიტერატურო ფორმებით.
·         ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება, დამუშავება, პრეზენტაცია PowerPoint-ის გამოყენებით.
·         ქართული ენისადმი მიძღვნილი საღამოს მოწყობა.
პროექტის ხელმძღვანელი: მაკა ხაჩიძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა makaxachidze28@gmail.com