ვაჟა-ფშაველას ,,შვლის ნუკრის ნაამბობი"
ქართული ენა და ლიტერატურა და ისტ
მასწავლებლები მაკა ხაჩიძე, ლელა გოგოლაძე
1.გაკვეთილის თემა
|
ვაჟა–ფშაველა ,,შვლის ნუკრის ნაამბობი“
| |
2. სწავლების საფეხური და კლასი
|
დაწყებითი საფეხური, კლასი V
| |
3. საგანი/ინტეგრირებული საგნები
მასწავლებლების სახელი, გვარი
|
საგანი/საგნები
|
მასწავლებლ(ებ)ის სახელი, გვარი
|
ქართული ენა და ლიტერატურა
ისტ
|
მაკა ხაჩიძე
ლელა გოგოლაძე
| |
4. მოსწავლეთა რაოდენობა
|
19
| |
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
0
| |
6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები
(საგნების მიხედვით)
|
v ადამიანისა და ცოცხალი ბუნების ურთიერთობაზე დაკვირვება (ცოცხალი ბუნების მიმართ თანაგრძნობისა და სიყვარულის განცდა).
v მხატვრული ტექსტის აღქმისა და ანალიზის უნარის განვითარება
v მხატვრული ხერხებისა და საშუალებების ამოცნობა.
v ინფორმაციულ–საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნაარის განვითარება.
v პრეზენტაციის უნარის განვითარება.
| |
7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულიმისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
|
v ქართული V2 მოსწავლე ავლენს ინფორმაციის მიღებისა და გადაცემის უნარ–ჩვევებს
v V4 მოსწავლეს აქვს მხატვრული ნაწარმოების ესთეტიკური შეფასების საწყისი უნარი
v V8 მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ტექსტის გაგება–გაანალიზება
v V9 მოსწავლეს შეუძლია მხატვრული ხერხების ამოცნობა და დასახელება
v ის ტექნ. V.1. მოსწავლეს შეუძლია ისტ-ის ეფექტიანად და უსაფრთხოდ გამოყენება ინფორმაციის მიღების, შენახვისა და ორგანიზების დროს.
v ის ტექნ. V. 6. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალებების შერჩევა და გამოყენება კომუნიკაციისა და თანამშრომლობისათვის.
| |
8. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
| გამოწვევის ფაზა ილიას და ვაჟას სურათი, სამოტივაციო საუბარი (5წთ) საშინაო დავალება პრეზენტაციები – (10წთ) I ჯგუფი – რა ვიცი ვაჟას შესახებ I I ჯგუფი – ვაჟას შემოქმედება I I I ჯგუფი – წითელი წიგნი ვიდეო შვლის ნუკრის დაბადება – (2წთ) I აქტივობა. გონებრივი იერიში კითხვა – პასუხი – (10წთ) II აქტივობა. სურვილების ხე. რას უსურვებთ შვლის ნუკრს?(2წთ) III აქტივობა. ჯგუფური მუშაობა მოქმედ გმირებზე ასოციაციურ რუკასა და ვენის დიაგრამაზე მუშაობა(5წთ) IV აქტივობა. ჯგუფური მუშაობა სიტყვის რუკების შევსება – (2წთ) მასწავლებლის მიერ მომზადებული პრეზენტაციის ჩვენება ,,ადამინის დამოკიდებულება ტყისა და ბუნების შვილების მიმართ“ – (1წთ) V აქტივობა. ჯგუფებში შეჯამება და პრობლემასთან დაკავშირებით დევიზების წარმოდგენა – (5წთ) მასწავლებლის შეფასება – (1წთ) საშინაო დავალება – ფანტაზიისა და შემოქმედებითი უნარის განვითარების მიზნით – მოთხრობის ინტერესის გაღვივების მიზნით დისნეის ანიმაციური ფილმის ,,ბემბის“ ნაწყვეტის ჩვენება –(5წთ) | |
9. შეფასება
(განმავითარებელი)
|
v განმავითარებელი შეფასება – კომენტარი
v განმსაზღვრელი შეფასება – ქულები
v პრეზენტაციისა და ჯგუფური მუშაობის შეფასება – ქულები
| |
10. საკლასო მენეჯმენტი
|
კომპიუტერი, პროექტორი, დაფა, ცარცი, მარკერი, სამუშაო ფურცლები, ფორმატი,
| |
საგანმანათლებლო რესურსები
ელექტრონული (კომპიუტერული)
|
v სახელმძღვანელო ქართული ენა და ლიტერატურა მე–5 კლასი – ნათელა მაღლაკელიძე
v ეროვნული სასწავლო გეგმა
v http///www.google.com.picture search
v Microsoft PowerPoint 2010
| |
საშინაო დავალების შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
|
1-3
|
4-5
|
6-7
|
8-9-10
|
ინფორმაციის მოძიების წყარო
|
იყენებს მხოლოდ საკუთარ არსებულ ინფორმაციას
|
იყენებს მხოლოდ სახელმძღვანელოს ინფორმაციას
|
იყენებს მხოლოდ რამდენიმე საინტერესო წყაროს
|
იყენებს მრავალფეროვან საინფორმაციო საშუალებებს
|
მოძიებული ინფორმაციის შესაბამისობა
|
მასალა არ არის საკითხის შესაბამისი
|
მასალა ნაწილობრივ შეესაბამება საკითხს
|
მასალა ძირითადად შეესაბამება საკითხს
|
მასალა სრულად შეესაბამება საკითხს
|
მოპოვებული ინფორმაციის ორგანიზება(ინფორმაციის წყაროების ნუსხა,ცხრილები ან დიაგრამები)
|
მასალა არ არის სწორად ორგანიზებული
|
მასალა ნაწილობრივაა
ორგანიზებული
|
მასალა ორგანიზებულია, მაგრამ რთულად აღსაქმნელი
|
მასალა კარგად და მოსახერხებელად არის ორგანიზებულია
|
მოძიებული ინფორმაციის ანალიზი
|
ვერ იყენებს მოძიებულ მასალას მიზნობრივად
|
ნაწილობრივ მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას
|
ძირითადად მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას
|
მიზნობრივად იყენებს მოძიებულ მასალას
|
ჯგუფის მუშაობის შეფასების სქემა
კრიტერიუმები
|
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
|
ჯგუფის მუშაობა დამაკმაკოფილებელია
|
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია
|
ჯგუფის წევრების ჩართულობა მუშაობაში
|
ყველა წევრი არ არის ჩართული
|
უმრავლესობა ჩართულია
|
ყველა ჩართულია
|
ურთიერთმოსმენისა და აზრის გაზიარების უნარი
|
კამათობენ,არ უსმენენ ერთმანეთს და არის ხმაური, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ხმაურობენ, ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს
|
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
|
ზუსტად ვერ მიყვებიან ინსტრუქციას
|
ნაწილობრივ მოყვებიან ინსტრუქციას
|
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში
|
უმნიშვნელოდ გააცდინეს დრო
|
დაიცვეს დროის ლიმიტი
|
ლიდერის როლი
|
ლიდერი ვერ მართავს ჯგუფის მუშაობას
|
ლიდერი ზოგჯერ ახერხებს მუშაობის წარმართვას
|
ლიდერი ეფექტურად მართავს ჯგუფის მუშაობას
|
პორტფოლიოს რუბრიკა
4
|
3
|
2
|
1
| |||
სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ სტანდარტებსა და ამოცანებს.
| ||||||
გეგმაში ნათლადაა ახსნილი, თუ როგორ განაპირობებს გეგმით განსაზღვრული სამუშაოს შესრულება მოსწავლეების მიერ სტანდარტების და მიზნების მიღწევას.
|
გეგმაში ახსნილია, თუ როგორ განაპირობებს გეგმით განსაზღვრული სამუშაოს შესრულება მოსწავლეების მიერ სტანდარტების და მიზნების მიღწევას, მაგრამ სქემატურია
|
გეგმაში ახსნილია, რომ გეგმით განსაზღვრული ზოგიერთი სამუშაოს შესრულება მოსწავლეებს დაეხმარება სტანდარტების და მიზნების მიღწევაში
|
გეგმაში ახსნილია, რომ გეგმით განსაზღვრული სამუშაოს მხოლოდ მცირე ნაწილი დაეხმარება მოსწავლეებს სტანდარტების და მიზნების მიღწევაში.
| |||
სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
| ||||||
გეგმაში ინტეგრირებულია სწავლების, მოდელირების და პრაქტიკის მრავალფეროვანი შესაძლებლობები, რომლებიც მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებასა და დახვეწაში დაეხმარება.
|
გეგმაში ინტეგრირებულია სწავლების და მოდელირების შესაძლებლობები, რომლებიც მოსწავლეებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებასა და დახვეწაში დაეხმარება, მაგრამ არ იძლევა ყველა სქემის გააზრების შესაძლებლობას.
|
მოსწავლეები პრაქტიკაში იყენებენ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს გაკვეთილზე, თუმცა ამ უნარ-ჩვევების სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობები შეზღუდულია. შეკითხვები ძალიან ზოგადია.
|
მოსწავლეები იშვიათად იყენებენ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს გაკვეთილზე.
| |||
სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს.
| ||||||
გეგმაში ინტეგრირებულია სასწავლო გეგმის განმსაზღვრელი შეკითხვები, რათა მოსწავლეებმა აქცენტი გააკეთონ მნიშვნელოვან ცნებებსა და გაკვეთილის არსებით საკითხებზე.
|
გეგმაში ხშირად გამოიყენება მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები, რათა მოსწავლეებმა აქცენტი გააკეთონ მნიშვნელოვან ცნებებსა და გაკვეთილის არსებით საკითხებზე, მაგრამ არ იძლევა ყველა ცნების გააზრების შესაძლებლობას.
|
გეგმაში ზედაპირულად გამოიყენება მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები და მათი გამოყენება მოსწავლეების ყურადღების მიზანმიმართულად კონცენტრირებას არ ემსახურება. შეკითხვები ძალზედ ზოგადია/ან არ ემსახურება საკითხის არსის გააზრებას.
|
გეგმაში არ გამოიყენება მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები.
| |||
სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვიყენებთ მრავალფეროვან პროდუქტებს
| ||||||
გაკვეთილის გეგმის მიხედვით, მოსწავლეებს ცოდნის დემონსტრირების ფორმებს შორის არჩევანის უფლება აქვთ. ისინი ქმნიან პროდუქტებს და წარმოადგენენ ურთიერთდაკავშირებული დავალებებისა და აქტივობების მეშვეობით.
|
გაკვეთილის გეგმის მიხედვით, მოსწავლეებს ცოდნის დემონსტრირების ფორმებს შორის გარკვეული სახის არჩევანის უფლება აქვთ. ისინი ქმნიან პროდუქტებს და წარმოადგენენ ურთიერთდაკავშირებული დავალებებისა და აქტივობების მეშვეობით. შემოთავაზებულია რამდენიმე ფორმა და მოსწავლეები მათგან არჩევენ.
|
გაკვეთილის გეგმის მიხედვით, ცოდნის დემონსტრირების ფორმებს შორის არჩევანის უფლება შეზღუდულია. ისინი ასრულებენ აქტივობებს, რომლებიც საბოლოო პროდუქტს ან ცოდნის გამოყენებას ნაკლებად უკავშირდება.
|
მოსწავლეებს არ აქვთ შესაძლებლობა, წარმოადგინონ თავიანთი ცოდნა, პროდუქტის შექმნით და პრაქტიკაში გამოყენებით.
| |||
სასწავლო პროცედურების დაგეგმვისას ვითვალისწინებთ განსხვავებებს მოსწავლეთა შესაძლებლობებში.
| ||||||
გეგმაში ნათლად განსაზღვრული და გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის მსწავლელთა საჭიროებები.
|
გეგმაში გათვალისწინებულია სხვადასხვა ტიპის მსწავლელთა საჭიროებები.
|
გეგმაში მინიმალურადაა გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის მსწავლელთა საჭიროებები.
|
გეგმაში არაა გათვალისწინებული სხვადასხვა ტიპის მსწავლელთა საჭიროებები.
| |||
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შინაარსის ათვისებას.
| ||||||
გაკვეთილზე მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს თემატიკისა და ცნებების უკეთ გაგებისთვის, თემატიკის შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და სტრატეგიების განვითარებისთვის.
|
გაკვეთილზე მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვანი ცნებების უკეთ გაგებისთვის, თემატიკის შესაბამისი უნარ-ჩვევების განვითარებისთვის.
|
გაკვეთილზე მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს მნიშვნელოვან ცნებებზე ინფორმაციის მოპოვებისთვის.
|
ტექნოლოგიების გამოყენება მხოლოდ ზედაპირულად უკავშირდება სასწავლო თემატიკას.
| |||
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების ათვისებას.
| ||||||
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს სწავლის პროცესს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებით, შესაბამისი დავალებების და სასწავლო მასალის გამოყენებით.
|
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს სწავლის პროცესს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებით, დავალებებისა და სასწავლო მასალის შესაბამისად.
|
ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების პრაქტიკას.
|
ტექნოლოგიების გამოყენება არ განაპირობებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას.
| |||
ტექნოლოგიების ინტეგრირება უზრუნველყოფს მოსწავლეთა და კლასის საჭიროებების დაკმაყოფილებას.
| ||||||
ჩემს გეგმაში მოსწავლეები იყენებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც ყველა დონესა და ინტერესს შეესაბამება ისე, რომ თან გარკვეულ გამოწვევას სთავაზობს მოსწავლეებს. მოსწავლეები რამეს ქმნიან ტექნოლოგიების გამოყენებით.
|
ჩემი მოსწავლეები, როგორც წესი, იყენებენ ტექნოლოგიებს, რომლებიც მათ ასაკობრივ ჯგუფს და მრავალი ტიპის შემსწავლელსა და სწავლის სტილს შეესაბამება.
|
ჩემი მოსწავლეები დროდადრო იყენებენ ტექნოლოგიებს, რომელიც მათ ასაკობრივ ჯგუფს შეესაბამება.
|
მოსწავლეები იშვიათად იყენებენ ტექნოლოგიებს. ძირითადად, გამოყენებული ტექნოლოგიები მათ დონესა და ინტერესებს არ შეესაბამება.
| |||
გამოყენებული ტექნოლოგიების სპექტრი გონივრულად შერჩეულია და არსებულ შესაძლებლობებსა და კონკრეტულ გარემოებებს შეესაბამება.
|
გამოყენებული ტექნოლოგიების სპექტრი გონივრულად შერჩეულია, თუმცა არსებულ შესაძლებლობებსა და კონკრეტულ გარემოებებს ზოგჯერ არ შეესაბამება.
|
შერჩეული ტექნოლოგიების გამოყენება ჩემი მხრიდან დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
|
შერჩეული ტექნოლოგიების გამოყენება ჩემს კონკრეტულ სიტუაციაში, არსებული გარემოებების გამო, შეუძლებელია.
| |||
შეფასების სტრატეგიები ეფუძნება სტანდარტებს და ამოცანებს.
| ||||||
შეფასების ფორმები ნათლად და დეტალურად ითვალისწინებს სტანდარტებს, სასწავლო ამოცანებს, შესწავლილ მასალას და გამართულია ორგანიზაციული და ვიზუალური თვალსაზრისით.
|
შეფასების ფორმები ითვალისწინებს სტანდარტებს, სასწავლო ამოცანებს და შესწავლილ მასალას.
|
შეფასების ფორმები ითვალისწინებს მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობის სტანდარტებსა და სასწავლო ამოცანებს.
|
შეფასების ფორმები ითვალისწინებს მხოლოდ რამდენიმე სტანდარტსა და სასწავლო ამოცანას.
| |||
შეფასების სტრატეგიები მოსწავლეზეა ორიენტირებული.
| ||||||
გეგმის მიხედვით, მოსწავლეები მონაწილეობას იღებენ შეფასების ფორმების შექმნაში და ხშირად უწევთ თანაკლასელების შეფასება ან თვითშეფასება.
|
გეგმის ფარგლებში მოსწავლეებმა შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ შეფასების ფორმების შექმნაში და თანაკლასელების შეფასებაში ან თვითშეფასებაში.
|
გეგმის ფარგლებში მოსწავლეებმა შესაძლოა მონაწილეობა მიიღონ თანაკლასელების შეფასებაში ან თვითშეფასებაში.
|
გეგმის ფარგლებში მოსწავლეების როლის შეფასების პროცესში მინიმალური ან ნულოვანია.
| |||
შეფასების ფორმები ემყარება დავალების ხარისხის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს. ჩემი შეფასებები მოსწავლეებს ეხმარება, ერთმანეთს შეუდარონ მათი მუშაობის ხარისხი და მოლოდინები.
|
შეფასების ფორმები ემყარება ხარისხის განმსაზღვრელ გარკვეულ კრიტერიუმებს. მოსწავლეებს შეუძლიათ, ჩემი შეფასებები გამოიყენონ მათი მუშაობის ხარისხის გაზომვისთვის მოლოდინებთან შესადარებლად. შემოთავაზებულია მრავალფეროვანი აქტივობები, მაგრამ არ არის მითითებული, რა მიზნებისთვის.
|
შეფასების ფორმებში ხარისხის განმსაზღვრელი კრიტერიუმები არაა მკაფიოდ წარმოდგენილი და მოსწავლეებს გაუჭირდებათ თავიანთი პროგრესის შეფასება.
|
მოსწავლეები ვერ გამოიყენებენ ჩემ მიერ შეთავაზებულ შეფასების ფორმებს თვითშეფასებისთვის.
| |||
შეფასების სტრატეგიები მრავალფეროვანი და მიმდინარეა.
| ||||||
ჩემს გეგმაში ინტეგრირებულია შეფასების ფორმალური და არაფორმალური ფორმების მრავალფეროვნება, რაც შეფასების ხუთ მიზანს შეესაბამება.
|
ჩემს გეგმაში ინტეგრირებულია შეფასების ფორმალური და არაფორმალური ფორმები, რაც შეფასების ხუთ მიზანს შეესაბამება.
|
ჩემს გეგმაში მოსწავლეების შეფასება იშვიათად და ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ხორციელდება, შეფასების ზოგიერთ მიზანს აკმაყოფილებს.
|
მოსწავლეები ტრადიციული მეთოდით, ერთი თემის დაფარვის შემდეგ ფასდებიან.
| |||
მოსწავლეთა შეფასების რუბრიკა
4
|
3
|
2
|
1
|
მიზანი
| |||
ჩვენს პრეზენტაციას,მკაფიო მიზნები აქვს. პრეზენტაცია ყველა ნაწილი მიზნებს ემსახურება.
|
ჩვენს პრეზენტაციას, მიზნები აქვს. პრეზენტაციის ყველა სლაიდი მიზნებს შეესაბამება.
|
ვცდილობთ, ჩვენს პრეზენტაციას მიზნები ჰქონდეს, თუმცა, ჯერჯერობით, ის უბრალოდ ერთ საკითხს ეხება.
|
ჩვენს პრეზენტაციას ინფორმაციის შეჯამების გარდა, სხვა მიზნები არ აქვს.
|
ინფორმაცია
| |||
ჩვენი პრეზენტაცია მოიცავს მიზნების შესაბამის მასალას. წარმოდგენილი ინფორმაცია დეტალური, დაბალანსებული და ობიექტურია.
|
ჩვენი პრეზენტაცია მოიცავს ადეკვატურ მასალებს. წარმოდგენილი ინფორმაცია ობიექტურია.
|
ჩვენს პრეზენტაციას გარკვეული ნაკლოვანებები აქვს წარმოდგენილი ინფორმაციის ადეკვატურობის თვალსაზრისით. ზოგჯერ წარმოდგენილი ინფორმაცია მიკერძოებულია.
|
ჩვენს პრეზენტაციაზე შეზღუდული მოცულობის ინფორმაციაა წარმოდგენილი.
|
ინტერპრეტაცია
| |||
საკითხის შესახებ ვიყენებთ კვლევას, ლოგიკური და ორიგინალური დასკვნების გამოსატანად. პრეზენტაციის შინაარსს ვაკავშირებთ უფრო ფართო თემებთან, მიმდინარე პრობლემებთან და გამოცდილებასთან.
|
საკითხის შესახებ დასკვნების გამოტანისთვის ვიყენებთ კვლევას. პრეზენტაცია წარმოდგენილ ინფორმაციას ვაკავშირებთ სხვა თემებთან.
|
ვცდილობთ, დასკვნები გამოვიტანოთ პრეზენტაციაში წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ზოგიერთი ჩვენი დასკვნა ფაქტებს არ ემყარება.
|
საკითხის შესახებ დასკვნები საერთოდ არ გამოგვაქვს. უბრალოდ, ვიმეორებთ ან ციტირებას ვუკეთებთ სხვადასხვა წყაროს.
|
წყაროები
| |||
პრეზენტაციისთვის ინფორმაციას ვიღებთ სხვადასხვა სანდო წყაროდან. მკითხველს შეუძლია ადვილად გადაამოწმოს ჩვენი წყაროები.
|
ინფორმაციას ვიღებთ სანდო წყაროებიდან. მკითხველი ამოიცნობს, საიდან გვაქვს ინფორმაცია მიღებული.
|
ინფორმაციას ვიღებთ რამდენიმე წყაროდან; ზოგიერთი მათგანი შესაძლოა სანდო არ იყოს. მკითხველი იოლად ვერ ამოიცნობს, რა წყაროდან გვაქვს ინფორმაცია მოძიებული.
|
ინფორმაციას ვიღებთ წყაროებიდან, რომლებიც შეიძლება სანდო არ იყოს. იშვიათად ვუთითებთ ინფორმაციის წყაროს.
|
მულტიმედია
| |||
ჩვენ ეფექტურად ვახდენთ ინტეგრაციას მულტიმედია რესურსების პრეზენტაციაზე. გრაფიკული გამოსახულება, ხმა და ვიდეო მაღალი ხარისხისაა
|
მულტიმედიას ეფექტურად ვიყენებთ პრეზენტაციაზე. გრაფიკული გამოსახულება, ხმა და ვიდეო მაღალი ხარისხისაა და საკითხს შეესაბამება.
|
ვცდილობთ მულტიმედიის გამოყენებას პრეზენტაციაზე. გრაფიკული გამოსახულება, ხმა და ვიდეომასალა დაბალი ხარისხისაა და საკითხს არ შეესაბამება.
|
მულტიმედიას არ ვიყენებთ პრეზენტაციაზე.
|
საავტორო უფლებები
| |||
პრეზენტაციაზე ყველა წყაროს საავტორო უფლებები დაცულია.
|
პრეზენტაციაზე ყველა წყაროს საავტორო უფლებები დაცულია, თუმცა მცირედი შეცდომები შესაძლოა მაინც დავუშვათ.
|
პრეზენტაციაზე ზოგიერთი წყაროს საავტორო უფლებები დაცული არ არის.
|
პრეზენტაციაზე უმეტესი წყაროს საავტორო უფლებები დაცული არ არის.
|
შემოქმედებითობა
| |||
პრეზენტაციიდან გამოქვეყნებულია ორიგინალური და საინტერესო დეტალები, იდეები, ენა და მულტიმედია რესურსები.
|
პრეზენტაციაზე გამოქვეყნებულია რამდენიმე ორიგინალური და საინტერესო დეტალი, იდეები, ენა და მულტიმედია რესურსები, რომლებიც საკითხს უკავშირდება.
|
ვცდილობთ გამოვაქვეყნოთ ორიგინალური და საინტერესო იდეები, თუმცა ისინი სცდება პრეზენტაციის შინაარსს.
|
პრეზენტაციის მასალების ორიგინალურად წარმოდგენას არ ვცდილობთ.
|
თანამშრომლობა
| |||
იდეებს განვიხილავთ და პრეზენტაციის ძირითად კომპონენტებზე ვთანხმდებით. ერთმანეთის მუშაობას პატივს ვცემთ, ერთმანეთს ვთავაზობთ მხარდაჭერას და კონსტრუქციულ კრიტიკას.
|
ერთობლივად ვმუშაობთ, რათა პრეზენტაციის მთავარ კომპონენტებზე შევთანხმდეთ. ერთმანეთის მუშაობას პატივს ვცემთ და წინასწარი შეთანხმების გარეშე პრეზენტაციაზე ცვლილებები არ შეგვაქვს.
|
ვცდილობთ, ერთობლივად ვიმუშაოთ, რათა პრეზენტაციის მთავარ კომპონენტებზე შევთანხმდეთ. ერთმანეთის მუშაობას პატივს ვცემთ, თუმცა ზოგჯერ ჯგუფის წევრებს წინასწარი შეთანხმების გარეშე ცვლილებები შეაქვთ ვებგვერდზე.
|
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იდეები ჯგუფის მხოლოდ რამდენიმე წევრის იდეებია. სხვების იდეებს ხშირად იგნორირებას უკეთებენ ან უარყოფენ.
|
ვებგვერდის ორგანიზება
| |||
პრეზენტაციის თითოეული გვერდი დეტალურად აღწერს საკითხის ერთ-ერთ ნაწილს. ეფექტურად ვიყენებთ სათაურებს და ქვესათაურებს, რათა დავეხმაროთ მკითხველს სასურველი მასალის მოძებნაში.
|
პრეზენტაციის თითოეული გვერდი აღწერს საკითხს, რომელიც მიზანს უკავშირდება. ზოგჯერ ვიყენებთ სათაურებს გვერდების ორგანიზებისთვის.
|
ვცდილობთ, თითოეული სლაიდი სხვადასხვა საკითხს ეძღვნებოდეს. ვიყენებთ სათაურებს, თუმცა ისინი ზოგჯერ დამაბნეველია.
|
ერთი სლაიდი შეიძლება რამდენიმე საკითხს ეძღვნებოდეს. იშვიათად თუ გამოვიყენებთ სათაურებს ან ქვესათაურებს.
|
ენა
| |||
პრეზენტაციაზე ძლიერ, კონკრეტულ და ზუსტ სიტყვებს ვიყენებთ. ტექნიკურ ტერმინოლოგიას მინიმალურად მივმართავთ, საჭიროების შემთხვევაში მოყვანილია განმარტებები.
|
პრეზენტაციაზე ზუსტ ენას ვიყენებთ და ტექნიკურ ტერმინებს განვმარტავთ საჭიროების შემთხვევაში.
|
ზოგიერთი ტერმინი არაზუსტია და მრავლადაა გამოყენებული ტექნიკური ტერმინები.
|
ჩვენ მიერ გამოყენებული ენა სტანდარტულია და ხშირად არაზუსტი.
|
წესები
| |||
გრამატიკული შეცდომები არ გვაქვს.
|
ჩვენ ვამოწმებთ გრამატიკულ შეცდომებს. შესამჩნევი შეცდომები დაშვებული არ არის
|
ჩვენ ვამოწმებთ გრამატიკულ შეცდომებს, მაგრამ ზოგჯერ ვუშვებთ შეცდომებს, რაც მკითხველს აბნევს.
|
ჩვენ არ ვამოწმებთ გრამატიკულ შეცდომებს, დაშვებულია ბევრი შეცდომა, რაც მკითხველს აბნევს.
|
No comments:
Post a Comment