Tuesday, March 12, 2013

პროექტი_ბარბარიზმები მოსწავლეთა ლექსიკაში


პროექტის სახელწოდება _ ბარბარიზმები ხაშურის #1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ლექსიკაში.
პროექტის მთავარი იდეა _ ენის სიწმინდის დაცვა, ვინაიდან მოსწავლეები ხშირად იყენებენ ბარბარიზმებს, სასაუბრო ენა შორდება სალიტერატურო ენას.
პროექტის აქტუალობა _ ყველას ვალია დაიცვას მშობლიური ენა დაბინძურებისაგან და იბრძოდეს მისი სიწმინდის დაცვისთვის და გაძლიერებისთვის.
პროექტის მიზნები:
·         სკოლის მოსწავლეებში დამკვიდრებული ბარბარიზმების შეგროვება.
·         ინფორმაციის მიწოდება მათ ლექსიკაში არსებული ბარბარიზმების შესახებ.
·         მოსწავლეთა მიერ ბარბარიზმების გამოყენების შემცირება.
·         მივაჩვიოთ მოსწავლეები სწორი ქართულით მეტყველებას.
მონაწილეთა ასაკი _ VI კლასი
ვადები/ხანგრძლივობა _ 2 თვე
მოსალოდნელი შედეგები:
·         მოსწავლეთა ლექსიკის გაუმჯობესება.
·         ჩვენი მეტყველებიდან ისეთი სიტყვების ამოღება, რომელიც ამახინჯებს ქართულ ენას.
პროექტის საჭირო რესურსები: ბიბლიოთეკა, სააქტო დარბაზი, ბუკლეტები,პლაკატები,კომპიუტერი, მარკერები, მედიაფლეერი, პროექტორი.
პროექტის მსვლელობა:
·         პროექტის განხორციელებისთვის კეთდება ბუკლეტები და პლაკატები ჯგუფებში.
·         საკლასო დისკუსია თემაზე: ვიმეტყველოთ წმინდა ქართულით.
·         სკოლაში გამოყენებული ბარბარიზმების შეგროვება და ჩაწერა, პროექტორით ჩვენება, მათი შეცვლა სალიტერატურო ფორმებით.
·         ინფორმაციის მოპოვება, შეგროვება, დამუშავება, პრეზენტაცია PowerPoint-ის გამოყენებით.
·         ქართული ენისადმი მიძღვნილი საღამოს მოწყობა.
პროექტის ხელმძღვანელი: მაკა ხაჩიძე
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა makaxachidze28@gmail.com

No comments:

Post a Comment